SINO MDT
(SinoPower-S)
SinoPower-S არის ერთშპრიციანი კონტრასტის ინჟექტორი, განკუთვნილი 8–16-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კვლევებისთვის.
უნიკალური, დაპატენტებული DIRECT PRESSURE SENSOR ტექნოლოგია უზრუნველყოფს ინექციის წნევის კონტროლს და ეფექტურად იცავს პაციენტს სისხლძარღვის დაზიანებით გამოწვეული ქსოვილების შეშუპებისგან.
ძირითადი მახასიათებლები:
LCD სენსორული ეკრანი — მარტივი და მოსახერხებელი მართვისთვის;
LED მბრუნავი ინდიკატორი — მკაფიოდ აჩვენებს ინექციის პროცესს;
ადგილობრივი და დისტანციური მართვის კონსოლი — უზრუნველყოფს აპარატის სინქრონულად მართვის შესაძლებლობას;
მხარდაჭერილია 100-ზე მეტი საინექციო პროტოკოლი, რაც ინექციის პროცესის უფრო მოქნილად მართვის საშუალებას იძლევა;
უნიკალური DIRECT PRESSURE SENSOR სისტემა აჩვენებს ინექციის რეალურ დროში წნევას. როდესაც ფაქტობრივი წნევა დადგენილ ზღვარს აჭარბებს, სისტემა ავტომატურად წყვეტს ინექციას და გამოსცემს განგაშის სიგნალს.